Terms & Conditions
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე/რეგისტრაციამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს;
ზოგადი პირობები
outletitaly.ge არის შპს „კონცეპტი“-ს (ს/ნ 205183362) ონლაინ მაღაზია,რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ფეხსაცმელებს და სხვადასხვა აქსესუარებს.
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს მომხმარებელს და ონლაინ მაღაზია outletitaly.ge-ს შორის ურთიერთობას.
ონლაინ მაღაზიაში შესვლით და სერვისებით სარგებლობით, მომხმარებელი ცალსახად ადასტურებს, რომ იგი გაეცნო და ეთანხმება ამ დოკუმენტის პირობებს.
ონლაინ მაღაზიის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს ეს პირობები, მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს წესებს და პირობებს თითოეული ახალი შეკვეთის გაფორმებამდე.
outletitaly.ge ონლაინ მაღაზიის წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ასევე ავტომატურად ეთანხმება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას;
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით,
მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
- იგი არის 18 წელს მიღწეული სრულწლოვანი ფიზიკური პირი;
- გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, სრულად აცნობიერებს მისი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
- მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებებისა და განაცხადების შესრულება;
- გაეცნო პირობებს და მათი შესრულების ვალდებულებას იღებს;
- მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი რეალური და სიზუსტით შევსებულია;
- იგი ვალდებულებას იღებს, რომ კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს.
მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები
- მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის გაფორმებისას მიუთითოს ზუსტი და აქტუალური ინფორმაცია.
- მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს საქონლის დაბრუნება ან შეცვლა, თუ იგი არ შეესაბამება აღწერილობას ან აქვს ქარხნული ნაკლი.
- მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიღებისთანავე შეამოწმოს პროდუქტი და დარწმუნდეს, რომ იგი შეესაბამება შეკვეთას.
outletitaly.ge ონლაინ მაღაზიის ვალდებულებები
- ონლაინ მაღაზია ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდება დადგენილ ვადებში და უზრუნველყოს, რომ პროდუქტი შეესაბამება აღწერილობას.
- მაღაზია პასუხისმგებელია ტრანსპორტირებისას დაზიანებულ პროდუქტზე, თუ მომხმარებელმა ტრანსპორტირების მომენტში აღნიშნული პრობლემა დააფიქსირა.ა
პროდუქციის შეძენა
outletitaly.ge ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგროც დარეგისტრიებული, ასევე არა ავტორიზებული მომხმარებლებისათვის.
პროდუქციის შეძენამდე, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს პროდუქტის მახასიათებლებს. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია სამუშაო საათებში 10:00 – 19:00 დაუკავშირდეს ონლაინ მაღაზიის დამხარე ოპერატორს Facebook გვერდის საშუალებით ან ტელეფონის ნომერზე 595 81 89 89
გადახდის მეთოდები
outletitaly.ge ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შეძენა შესაძლებელია რამდენიმე გზით:
- ქართული ბანკების ბარათებით გადახდა;
- American Express ბარათებით გაახდა;
- საქართველოს ბანკის „ნაწილ ნაწილ“ გადახდა
- საქართველო ბანკის განვადებით სარგებლობა
შეკვეთის მიწოდება
შეკვეტის მიწოდება საქართველოს მასშტაბით უფასოა.
მიწოდების დროის ათვლა იწყება გადახდის სრულად დაფიქსირების შემდეგ.
თბილისის მასშტაბით მიწოდება ხორციელდება 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
რეგიონებში მიწოდებეის ზუსტი დროის გასარკვევად მომხმარებელი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს დამხმარე ოპერატორს.
შეკვეთის ჩაბარების დროს, მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს საქონელი, დარწმუნდეს, რომ იგი შეესაბამება შეკვეთას და არ აქვს ვიზუალური ნაკლი. იმ შემთხვევაში თუ საქონელს აქვს ვიზუალური ნაკლი, მომხმარებელმა იგი არ უნდა ჩაიბაროს და დაუყონებლივ განახორციელოს ზარი მითითებულ ნომერზე: 595 81 89 89
მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება
მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის მონაცემბები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს;
მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე.
კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა,ხოლო უარის შემთხვევაში გააუქმოს შესაბამისი ანგარიში;
შეკვეთის მიწოდება
outletitaly.ge ინახავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის და შეკვეთის შესრულებისთვის.
ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არცერთი მესამე მხარისთვის არანაირი მიზნით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საბარათე მონაცემები
პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, outletitaly.ge არ ინახავს ბარათის მონაცემებს. ის გამისამართებთ საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს.
ბარათის მინაცემების შეყვანისას გთხვოთ დარწმუნდეთ, რომ იმყოფებით საქართველოს ბანკის გვერდზე.
მომხმარებლის უფლებები (კანონისმიერი გარანტია)
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინა-რე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს 30 დღის ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
- ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
- ბ) მოვაჭრემ საქონელი 30 დღის ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
- გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:
- ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
- ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
- გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
- თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
მხარეთა პასუხისმგებლობა
- თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
- მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
ფორსმაჟორი
- არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მოვალეობის შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქია, ომი, ტექნიკური შეფერხებები) შედეგად.
- ფორსმაჟორის პირობებში მაღაზია მომხმარებელს აცნობებს შეფერხების შესახებ და სთავაზობს ალტერნატიულ გადაწყვეტას.
დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი; ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებით დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ;
